მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი გზით გამორიცხულია: რფ ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში

რუსეთი ყველაზე მეტად დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, განუცხადა სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა „ნოვოსტი-სომხეთს“.

”რუსეთი, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ყველაზე მეტად დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, რადგანაც ჩვენ აქ ვიმყოფებით. აქ რის ჩვენი სამხედრო ბაზა, არიან მესაზღვრეები. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია წარმოადგენს არა გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტს, არამედ, ნაწილობრივ, ჩვენი მოქალაქეების ბედს. ამიტომ, ჩვენ ამ მხრივ დაინტერესებული მოთამაშე ვართ ”, – თქვა მან  უპასუხა რა  კითხვას რუსეთის როლის შესახებ 2016 წლის აპრილის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყარაბაღში და ამ წლის ივლისში ტავუშში ვითარების გამწვავების შესახებ.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა ქმედება ემყარება საერთო მიდგომას.

”ჩვენ გვჯერა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება ძალის გამოყენებით. საჭიროა მოლაპარაკებები, საჭიროა მშვიდობა, მაგრამ, ბუნებრივია, მხარეებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და შეთანხმდნენ. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შექმნას პირობები ასეთი განვითარებისათვის”, – თქვა კოპირკინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button