მთავარისაზოგადოება

13 სომეხი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას ლონდონის მოდის კვირეულის Fashion Scout ონლაინ შოუში

სომხეთის დიზაინერების კოლექციები გამოფენილი იქნება Fashion Scout ციფრულ პლატფორმაზე ლონდონის მოდის კვირეულის განმავლობაში, რომელიც გაიმართება 18-22 სექტემბერს.

„სამყარო შეჩერდა, მაგრამ ჩვენი შემოქმედება   არა. ჩვენ ცავერთვებით  ჩვენებაში ახალი, ციფრული ფორმატით. პირველად 13 სომეხი დიზაინერი / ბრენდი (Arigatorosian, Damink, LOOM Weaving, RUZANE, Soncess, Nelly Serobyan, 47 Jewellery, Bags with Amore, MADE BY, Galine Vartanian, Seda Manukyan by Atex Fashion, ZGEST, Demiurge) წარმოადგენენ თავიანთ კოლექციებს FASH SCOUT- ის ციფრულ პლატფორმაზე.

„ღონისძიება ხორციელდება პროგრამა „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის ფონდ „კარგი მმართველობის“ მიერ, ბრიტანელი ხალხის მხარდაჭერით“, – აღნიშნა  მოდისა და დიზაინის პალატის პროგრამის მენეჯერმა ელენ მანუკიანმა.  

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სომეხი დიზაინერებისათვის უჩვენონ თავიანთი პროდუქტები, შევიდნენ საერთაშორისო ბაზარზე და განავითარონ თავიანთი ბრენდები. ზოგიერთისათვის ეს არის პირველი  საერთაშორისო დებიუტი ამ ციფრული ფორმით.

ნახეთ მეტი
Back to top button