ზოგადი ლოკდაუნის შემდეგ. მთავრობამ შეაჯამა საგანგებო მდგომარეობის 6 თვე

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეაჯამა საგანგებო მდგომარეობის დროს 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაო. შესაბამისი ვიდეო გამოქვეყნდა მთავრობის Facebook გვერდზე.
6 თვეში სომხეთის რესპუბლიკის კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა ხელი მოაწერა დაახლოებით 280 გადაწყვეტილებას. ქვეყანამ 25 მარტის შემდეგ განიცადა ზოგადი ლოკდაუნი. შემარბილებელი ეტაპი 4 მაისს დაიწყო. მრავალ სფეროში დასაშვები იყო ეკონომიკური საქმიანობა.
14 მაისიდან სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, ხოლო 3 ივნისიდან საზოგადოებრივ ღია ადგილებშიც.
ნიღბის ტარების და წესების დაცვის პროცედურა კონტროლირდებოდა სომხეთის პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით. დარღვევების შემთხვევების შესახებ შედგენილ იქნა დაახლოებით 110,000 ოქმი. 80,000-ზე მეტი შემოწმება და 5300 შეჩერება განხორციელდა კაფედან ქარხნამდე.
ამ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფომ მიიღო მთელი რიგი ღონისძიებები ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და მისი შედეგების გასანეიტრალებლად.
ერევანში და რეგიონში 14 სამედიცინო ცენტრი გადაპროფილდა, 6-ში გაიხსნა სპეციალური განყოფილება. შეძენილ იქნა და განაწილდა 190 ხელოვნური სავენტილაციო მოწყობილობა, ასევე 830 პორტატული ჟანგბადის მოწყობილობა.
მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტმა მთავრობის დაკვეთით დაიწყო COVID-19 დიაგნოსტიკური ტესტების წარმოება.
სახელმწიფო ძალისხმევით სომხეთის რესპუბლიკის 8000 მოქალაქე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალური ფრენებით ჩამოფრინდა სომხეთში.
კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო მასალებისა და აღჭურვილობის პარტიები ჩინეთიდან სომხეთში ჩამოიტანეს კომენდატურის მიერ ორგანიზებული 4 სპეციალური რეისით.
სხვადასხვა ქვეყნებმა დახმარების ხელი გაუწოდეს სომხეთს, გამოაგზავნეს სამედიცინო მასალები და პერსონალი.
მთავრობამ განახორციელა 24 პროგრამა მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური დახმარების მიზნით.
მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო სოციალური დახმარება, 70 000-მდე ბიზნესმენმა ისარგებლა ეკონომიკური დახმარებით.
ამ დროისთვის ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომი დახმარების ოდენობაა 164 მილიარდი დრამი (1 აშშ დოლარი დაახლოებით 488 სრ დრამის ტოლფასია).
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთში საგანგებო მდგომარეობის საკარანტინო რეჟიმით ჩანაცვლების შესახებ.
კარანტინი დაწესებულია სომხეთში, 2020 წლის 11 სექტემბრის 17:00 საათიდან 2021 წლის 11 იანვრამდე ჩათვლით.