პოლიტიკა

სომხეთში გაიმართება კუხო– ს ორი სამხედრო სწავლება. რა ამოცანაა დასახული?

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ოქტომბერში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ფარგლებში, სომხეთში ჩატარდება სამეთაურო-საშტაბო სწავლებები “ძებნა 2020” და “თანამშრომლობა 2020”. როგორც განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა, ეს ურთიერთდაკავშირებული, დაგეგმილი მოვლენებია, ჯარების ჩართვა არ იგეგმება.
“ძებნა 2020” ჩატარება დაგეგმილია 23-25 ​​ოქტომბერს, კუხოს სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების (კუხო) მართვის სადაზვერვო ორგანოების მონაწილეობით. ”სწავლების დროს დაგეგმილია კუხოს სახელმწიფოების სადაზვერვო ორგანოების გამოყენების საკითხების სრულყოფა”, – აღნიშნა სტეფანიანმა.

მისივე თქმით, 27-30 ოქტომბერს გაიმართება ერთობლივი სამხედრო სწავლება “პარტნიორობა -2020”, შეიქმნება სარდლობის მართვის ორგანოები, რომლებიც შეიმუშავებენ წვრთნების დროს ოპერაციის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სწავლება გაიმართება ,,ბაღრამიანის“ სამხედრო სასწავლებელში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კუხოს წევრი ქვეყნები.
მონაწილეებს წინასწარ ჩაუტარდებათ ტესტირება საკუთარ ქვეყნებში. სიმპტომების შემთხვევაში კი სომხეთში გაივლიან შესაბამის ტესტირებას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მარშალ ჰოვჰანნეს ბაღრამიანის სახელობის სამხედრო სკოლაში მკაცრად იქნება დაცული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის ყველა წესი.

ნახეთ მეტი
Back to top button