სომხეთში ინტერპოლს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის პოლიციის უფროსის ვაჰე ღაზარიანის ბრძანებით, პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი ნარინე ჰაკობიანი დაინიშნა ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პოლიციის პრესსამსახური. ეს თანამდებობა ვაკანტური დარჩა მას შემდეგ, რაც არა ფიდანიანი დაინიშნა პოლიციის უფროსის მოადგილედ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ხელმძღვანელობს ქალი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ნარინე ჰაკობიანს ეკავა ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებით უფროსი ოპერ რწმუნებულის თანამდებობა. ნარინე ჰაკობიანი დაიბადა 1980 წლის 23 ივნისს, ერევანში. იგი იყო სომხეთში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს სისხლის სამართლის დანაშაულებისა და საერთაშორისო ძებნის განყოფილების ოპერ რწმუნებული, შემდეგ კი ოპერატიული კომუნიკაციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ოპერ რწმუნებული.
ის დაჯილდოვდა სომხეთის პოლიციის და სხვა უწყებების მედლებით და სამკერდე ნიშნებით, დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.