მთავარისაზოგადოება

აბიტურიენტები სომხეთში შევლენ 14-დღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნის გარეშე

როგორც „არმრადიო“ აქვეყნებს, 2020-2021 სასწავლო წლისთვის სომხეთში სწავლის გასაგრძელებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა 670 დიასპორელმა აბიტურიენტმა 29 ქვეყნიდან, რომელთაგან 210 საქართველოს მოქალაქეა. განმცხადებლების ნაწილი მონაწილეობს კონკურსში სახელმწიფოებისთვის სწავლის საფასურის სრული ანაზღაურებით.  ეს უფასო ადგილები გაცემულია  არმენოლოგიის, პედაგოგიკისა და ხელოვნების სპეციალობებში, რომლებიც დიასპორისთვის უმთავრესად ითვლება.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შეიტანეს ცვლილება 2020-2021 სასწავლო წლისათვის სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელთა და დიასპორის სომეხთა საბუთების მიღების პირობებში (ფასიანი სისტემის სწავლება). კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების მისაღებად საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა ფასიანი განათლებისა და უწყვეტი ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრის საფეხურზე, 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს შესვლას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  14 დღიანი აუცილებელი თვითიზოლაციის  გავლის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button