მთავარიპოლიტიკა

თურქეთი აფრინიდან აგზავნის დაქირავებულებს აზერბაიჯანში – 150 უკვე ადგილზეა: ადგილობრივი წყარო

სირიის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ პრო-თურქული შეიარაღებული ჯგუფები სირიაში აზერბაიჯანის ომისთვის ახალგაზრდა მებრძოლებს იღებენ თვეში 4000 დოლარად.

ამ მიზნით იკრიბებიან და წვრთნიან ე.წ სირიის ეროვნული არმიის (SNA) მილიციებს, ისევე როგორც ზოგიერთი დემობილიზებულ ოფიცერებს. ისინი ვარჯიშობენ აფრინსა და იდლიბს შორის მდებარე ბანაკებში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალი ხელფასი ასევე იზიდავს ქურდ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და საარსებო წყარო.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მონაცემებით, აფრინიდან დაახლოებით 150 დაქირავებული უკვე ჩამოვიდა აზერბაიჯანში, ძირითადად თურქმენთა ჯგუფის სამარყანდის მილიციელები.

აფრინისა და იდლიბის თურქულ ბანაკებში ვარჯიშის დროს თითოეული ახალწვეული იღებს თვეში 2 000 აშშ დოლარს და სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ ეს თანხა გაორმაგდება.

ხავარ-კქილისის სასაზღვრო გადასასვლელიდან დაქირავებულები, როგორც წესი, თურქეთში შედიან, სადაც აზერბაიჯანში გასაგზავნად ემზადებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button