პოლიტიკა

თურქული ტერორისტული დაჯგუფება: ერევნის მოულოდნელი განცხადება კაიროში

„ჩვენ მივიღეთ  ინფორმაცია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების გამოყენების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანში უნდა იქნენ გადაყვანილი ან შეიძლება უკვე გადაიყვანეს”, – განცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თავის ეგვიპტელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ეგვიპტის რესპუბლიკაში. ამის შესახებ წერს „ლრაგირ.ამ“-ი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც მოულოდნელი და უპრეცედენტო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერევანს ჯერ არ ულაპარაკია  ასეთ მაღალ დონეზე თურქეთის ნაბიჯებზე –  აზერბაიჯანში ტერორისტი  დაქირავებულების გადაყვანის შესახებ. ინფორმაცია მათ შესახებ სირიის პრესაში ივლისის ტავუშის ბრძოლების შემდეგ გამოჩნდა. ინფორმაციის თანახმად,  თურქეთს აზერბაიჯანში გადაჰყავს სირიაში მებრძოლი დაქირავებული სამხედროები.

ერევანმა გამოაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ამოწმებს. ნიშნავს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ეგვიპტეში, რომ ერევანმა უკვე გადაამოწმა იგი და გაარკვია, რომ არსებობს საფუძველი ილაპარაკოს თურქეთის ასეთ ინიციატივაზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე და აღნიშნოს, რომ ”ისინი შესაძლოა უკვე გადაყვანილიც კი იყოსო?”

ამ თურქული ინიციატივის პარალელურად, ბულგარული პრესა იუწყება, რომ ალიევის ოჯახის კუთვნილი ავიაკომპანია წლების განმავლობაში აწვდიდა მძიმე და სხვადასხვა სახის იარაღებს დაქირავებულ ტერორისტებს სირიაში, ერაყსა და კიდევ რამდენიმე ცხელ წერტილში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ახალი ინფორმაცია, მაგრამ ამის შესახებ არის ახალი ინფორმაცია, რაც განუცხადა ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას.

აზერბაიჯანი გახდა თურქეთის ერთგვარი “თავშეყრის ადგილი”, რომლის მეშვეობითაც კოორდინაციას უწევს ტერორისტულ ჯგუფებს. ეს გარემოება, რა თქმა უნდა,  საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ იმ რეგიონების ყველა ქვეყნისთვის, სადაც ანკარა ახორციელებს აგრესიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შემდეგი მიმართულებები: კავკასია, ჩრდილოეთ აფრიკა, შუა აღმოსავლეთი, ხმელთაშუაზღვის რეგიონი. ამ გაგებით, ტერორისტული რესურსი, ალბათ, ანკარის ერთადერთი ან მთავარი მოკავშირეა და ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი არის ფორპოსტი, კოორდინაციის ცენტრი. ეს ასევე არის ერთ – ერთი მიზეზი, რის გამოც ანკარამ გამოიყენა ბაქოს მარცხი ივლისის ბრძოლებში აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური გაგებით ათვისებისთვის.

მსოფლიო მოვლენების ლოგიკა მიანიშნებს, რომ თურქეთი გააგრძელებს ექსპანსიური პოლიტიკის გატარებას. საქმე იმაშია, რომ შეწყვეტაც არ არის პრობლემებს მოკლებულიც.  ამ მხრივ, ანკარის ამოცანაა გააძლიეროს მისი მთავარი “მოკავშირე რესურსის” – ტერორისტულ ჯგუფებთან, დაქირავებულებთან კომუნიკაცია, რისთვისაც მას უფრო მართვადი “სადგური” და ამავე დროს “საფარველი” სჭირდება. რადგანაც, თუ არ ეყოლება აზერბაიჯანი,  ანკარას თვითონ  მოუწევს ტერორისტებთან  კომუნიკაციის ყველა რისკის გაწევა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close