პოლიტიკა

ნებისმიერი საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობებს სომხეთთან, სააკაშვილის შემთხვევაში ეს უფრო მკვეთრად იქნება გამოხატული

სააკაშვილი ძალიან ძლიერი და სერიოზული ფიგურაა. მას სერიოზული გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ამის შესახებ გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა სტეპან გრიგორიანმა “არაჯინ ლრატვაკანთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მისი მოსვლით შეიძლება ძალიან ბევრი რამ  შეიცვალოს.

”სააკაშვილის შემთხვევაში საინტერესოა შემდეგი ფაქტი: მას საქართველოში მუდმივი  20-30% მტერი ჰყავს, რომელიც არასდროს მისცემს ხმას და თითქმის იმდენივე მუდმივი მხარდამჭერი. მისი გამოჩენა გააძლიერებს ბრძოლას. თუ ადრე საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ მას დააპატიმრებდნენ, ახლა ისინი წინააღმდეგი არ არიან, რომ ჩამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, ვგულისხმობ აქამდე გაკეთებულ განცხადებებს. რა თქმა უნდა, მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი არ არის.

მნიშვნელოვანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. ”საქართველოს ექნება შანსი, გაიაროს მრავალპარტიული სისტემა”, – თქვა სტეპან გრიგორიანმა.

რაც შეეხება საქართველო-სომხეთის მომავალ ურთიერთობებს, გრიგორიანი ფიქრობს, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის კარგ პოლიტიკურ ურთიერთობებს შეინარჩუნებს სომხეთთან, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ უფრო ხაზგასმული იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button