მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის რეზიდენციაში ტავუშის სასაზღვრო სოფლების ბავშვებისთვის მწვადი მოამზადა

მთავრობის რეზიდენციაში სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ქალბატონმა ანა ჰჰაკობიანმა და მათმა შვილებმა უმასპინძლეს  სასაზღვრო სოფლებიდან ჩამოსულ 14 ბავშვს.   ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა გააკეთა ჩანაწერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

”მთავრობის რეზიდენციაში ტავუშის რაიონის რამდენიმე სასაზღვრო სოფლის ბავშვებს ვუმასპინძლეთ. პრემიერ მინისტრმა ბავშვებისთვის ტრადიციული მწვადი მოამზადა”, – წერს ანა ჰაკობიანი.

2020 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც პრემიერ მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანი  ეწვია ზემოხსენებულ სოფლებს, ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი ერევანში ჩასულიყვნენ პრემიერ მინისტრ ფაშინიანთან.

ნახეთ მეტი
Back to top button