საზოგადოება
“დაავალე მიშას” — ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს

,,News.on.ge” წერს, რომ “დაავალე მიშას” — ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობისგან მიიღებენ დავალებებს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გადაიჭრას.
ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენეთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში”, — აღნიშნა უდუმაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ნაციონალურმა მოძრაობა პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.