პოლიტიკა

დეპუტატის მოსაზრებით, სომხეთისთვის ახლო აღმოსავლეთს უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთისთვის ახლო აღმოსავლეთს უსაფრთხოების ყურადსაღები მნიშვნელობა აქვს, და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რეგიონში, შეხვედრები ამის ნათელი დასტურია. ,,არმენპრესი“-ს გადმოცემით ამის შესახებ განაცხადა მმართველი ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა ტათევიკ ჰაირაპეტიანმა  პარლამენტში, განცხადებების დროს, როდესაც ის ეხებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის ვიზიტს ახლო აღმოსავლეთში, მის შეხვედრებსა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯებს, რომლებიც ამ შეხვედრებზე გაჟღერდა.

”ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობა იზრდება, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნა მან. ფაქტობრივად, ამ ვიზიტით, აგრეთვე  მომავალი ვიზიტების საშუალებით, ის ახლო აღმოსავლეთის ახალი სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. ამ სტრატეგიის საფუძველი ნამდვილად არის სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და უსაფრთხოების ინტერესები.  ახლო აღმოსავლეთის ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი დღის წესრიგის შემუშავება, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავება ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი პოზიციების განმტკიცებისთვის. მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ხაზგასმებს არცახის საკითხში სომხური მხარის პოზიციების გარკვევისა და მისი სწორი აღქმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით”, – განაცხადა ჰაირაპეტიანმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ახლო აღმოსავლეთს უსაფრთხოების ყურადსაღები მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის. ამ რეგიონში დაწყებული პროცესები და საქმიანობა ამის ნათელი დასტურია.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრა. იგი მიიღო ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისმა. მინისტრმა ასევე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ნახეთ მეტი
Back to top button