ეკონომიკამთავარი

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება გაადვილდება. გიუმრიში გაიხსნა ცენტრი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 15 სექტემბერს, გიუმრიში გაიხსნა ჩრდილოეთის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სერვისცენტრი. ამიერიდან ჩრდილოეთის კარიბჭის გავლით ექსპორტის გაფორმება განხორციელდება ამ ცენტრში.

გახსნას ესწრებოდა სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ედვარდ ჰოვჰანნისიანი.

”დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცენტრის ფუნქციონირება ახალ სტიმულს მისცემს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საბაჟო ორგანოების მუშაობას და გარდამტეხი იქნება საბაჟო ორგანოების შემდგომი მიზნობრივი სტრატეგიული მიმართულებების განვითარებისათვის”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

მან აცნობა, რომ ამჟამად ცენტრი იმუშავებს როგორც ჩრდილოეთის საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს დეპარტამენტის შესაბამის ფუნქციებს და ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ კარიბჭეებით ექსპორტთან დაკავშირებულ საბაჟო გაფორმებებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის დაარსება საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოფილ იქნას  მომსახურება “ერთ ჭერქვეშ”, ერთის მხრივ, უზრუნველყოფილ იქნას საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანოების ფიზიკური განტქავსება, მეორეს მხრივ, ელექტრონული მმართველობის სისტემების გამოყენებით მომსახურების მიწოდება.

ამგვარი მიდგომის შემოღებით, გათვალისწინებულია, რომ შეიქმნას პლატფორმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის საბაჟო, სანებართვო დოკუმენტების გამცემ და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის.

ეს საშუალებას მისცემს ბიზნესმენისთვის შეუფერხებელი პროცესების უზრუნველყოფას, გამორიცხავს ბიზნესმენის მხრივ სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის მიმართვის საჭიროებას, განმეორებით წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარსადგენად.

”ერთ ცენტრში გვექნება ყველა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლობა ან ინფორმაციის გაცვლის გზით უზრუნველყოფილ იქნას დოკუმენტების გაცემის შესაძლებლობა. ”მშენებლობის დასრულების შემდეგ იგი სრულყოფილად მზად იქნება, როგორც კომპლექსური მომსახურების ცენტრი ჩრდილოეთ საზღვარზე განხორციელებული სრული საბაჟო ფუნქციებისათვის”, – ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს აღნიშნა სახედლმწდიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული  სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო 2019 წლის აგვისტოში.

ცენტრის მშენებლობისთვის ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიარდი დრამია (1 აშშ დოლარი დაახლოებით 488 სრ დრამის ტოლფასია) გამოყოფილი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია საწყობების, სატვირთო მანქანების სადგომებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

მეორე ეტაპით მშენებლობის გაგრძელების მიზნით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა საჭირო თანხის ოდენობა.

სერვისცენტრი სრულად ამოქმედდება 2022 წელს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close