საზოგადოება
სირიაში მე-6 როტაციით გასამგზავრებელ გამნაღმველებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები
,,News.am” წერს, რომ საკო “ჰუმანიტარული განაღმვითი და საექსპერტო ცენტრის” ეჩმიაძინის სასწავლო ცენტრმა სირიაში მე-6 როტაციით გასამგზავრებელ გამნაღმველებს საჭირო სასწავლო საშუალებებით ჩაუტარა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები.
ტრენინგის დროს მონაწილეებმა მიიღეს ხელით განაღმვის განსახორციელებელი საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედების საერთაშორისო სტანდარტების (IMAS) და ჰუმანიტარული განაღმვითი და საექსპერტო ცენტრის მოქმედებების სტანდარტული რეგლამენტების შესაბამისად.
ტრენინგში ჩართულმა ყველა მონაწილემ მიიღო კვალიფიკაცია და სერთიფიკატები.
ჰუმანიტარული განაღმვითი ექსპერტიზის ცენტრის დირექტორმა რუბენ არაქელიანმა, სირიაში გასამგზავრებელ გადამზადებულ გამნაღმველებს წარმატებული მისია უსურვა.