მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანს

,,არმენპრესი“ წერს, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 15 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი შეხვდა არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ აბულ ღეიტს. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან.

მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა სომხეთსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგას შორის დამყარებული თანამშრომლობის გადახედვისა და მისი გაფართოების პერსპექტივების დასახვაში. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხური სათვისტომოების როლს სომხეთსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი და არაბული ლიგის გენერალური მდივანი შეეხნენ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს. ორივე მხარემ გამოხატა შეშფოთება ამ რეგიონებში პროვოკაციული ქმედებების გამო. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის თანამოსაუბრეს წარუდგინა სომხეთის პრინციპული პოზიცია და მიდგომები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.

შეხვედრისას ისინი შეეხნენ პალესტინის საკითხის გარშემო არსებულ ვითარებას  და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნიშვნელობა მიანიჭა ლიბანისა და სირიის ჰუმანიტარული საკითხის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევებს.

ნახეთ მეტი
Back to top button