მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ბელორუსში გამართულ კუხო-ს სამშვიდობო წვრთნებში

12-16 ოქტომბერს ბელორუსში გაიმართება კუხო-ს  სამშვიდობო ძალების წვრთნა. ინფორმაციას ავრცელებს  რფ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

აღნიშნულია, რომ მანევრებისას შემუშავდება კუხო-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამშვიდობო მოქმედებების მომზადებისა და მართვის საკითხები.  

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ნაწილები.

ოპერაციები ორგანიზებული იქნება “ლოსვიდოს” სამხედრო სკოლაში.

სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან კუხო-ს  წევრები.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 21-26 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ “კავკასია 2020” -ის სტრატეგიული სამეთაურო სამხედრო წვრთნებში. სომხეთის დელეგაცია უკვე გაემგზავრა რუსეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close