მთავარიპოლიტიკა

სომხეთს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს: მნაცაკანიანის ინტერვიუ EFE- სთან

სომხეთი ევროპაა, ამავე დროს რუსეთი ჩვენი მოკავშირეა. ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა EFE სააგენტოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ამ ბალანსის შენარჩუნება  ძალიან რთულია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სომხეთი ქვეყანაა რომელიც წინააღმდეგობაშია აზერბაიჯანთან  და არის მტრულად განწყობილი  თურქეთის მიმართ.

„ნათქვამია, რომ ჩვენ ერთდროულად მივაგელვებთ  ორ ბედაურს,   არა ჩვენ მივაგელვებთ ერთ ბედაურს  ̶    სომხეთისას”, – აღნიშნა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძი არ არის ერთ პარტნიორთან ურთიერთობის დამყარება მეორის ხარჯზე.

როგორც მინისტრმა თქვა,  სომხეთს რუსეთთან აქვს ძალიან ძლიერი, მოკავშირე ურთიერთობები, მრავალი საერთო ინტერესის გათვალისწინებით. მან აღნიშნა რუსეთის როლი განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს სომხეთში აქვს სამხედრო ბაზა.

მნაცაკანიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს უნიკალური ურთიერთობა აქვს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანასთან, საფრანგეთიდან საბერძნეთამდე. მისი სიტყვებით,  სომხეთი არის ევროპის ნაწილი, ევროპის  ნაპირი აღმოსავლეთით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close