საზოგადოება

სომხეთში ავტომობილებს აღარ დასჭირდებათ ტექნიკური ინსპექტირების ქვითრები

,,News.am” წერს, რომ სომხეთში ავტომობილისტებს აღარ დასჭირდებათ ტექნიკური ინსპექტირების ქვითრები. ამის შესახებ დღეს, ეროვნული კრების სხდომაზე “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” კანონში და მასთან დაკავშირებულ  კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების განხილვის დროს განაცხადა  სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, არმენ სიმონიანმა.  

მისივე თქმით, ტექნიკური შემოწმება ელექტრონულად დაფიქსირდება. იგი შეინახება პოლიციის მონაცემთა ბაზაში.

გარდა ამისა, შეიცვლება ტექნიკური ინსპექტირების წესები. ამრიგად, 4 წელზე ძველი მანქანებისთვის, ტექნიკური შემოწმება ჩატარდება 2 წელიწადში ერთხელ 10 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ყოველწლიურად. მანქანები უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ 10 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ წელიწადში ორჯერ.

შეიცვლება ტექნიკური ინსპექტირების წესებიც. ამრიგად, მანქანა პირველად უნდა შემოწმდეს წარმოების მეოთხე წელს, შემდეგ 10 წლამდე, ორ წელიწადში ერთხელ და 10 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ. საზოგადოებრივი სამგზავრო მანქანები უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ 10 წლამდე და წელიწადში ორჯერ 10 წლის შემდეგ.

ტექნიკური ინსპექტირების ტარიფებს დაიანგარიშებს საჯარო სამსახურების მარეგულირებელი კომისია და მათ განსახილველად შესთავაზებს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

გარდა ამისა, დაგეგმილია ავტომობილების ონლაინ შემოწმება ისე, რომ ის არ დარჩეს ფორმალურად, როგორც აქამდე იყო.

ასევე დაწესებულია მკაცრი ჯარიმები ავტომობილების შემოწმების დროს დაუდევრობისთვის. კერძოდ, თუ გაირკვა, რომ მანქანა სერიოზული დარღვევების ქონის შემთხვევაში ის ცნობილი იქნა კარგ მდგომარეობაში მყოფად, მაშინ  1 მილიონი დრამით დაჯარიმდება შემმოწმებელი პუნქტი. თუ დარღვევა ჩაიდინა წელიწადში მეორედ, მას ჩამოერთმევა ლიცენზია 6 თვის ვადით, ხოლო თუ იგი ჩაიდინა სამჯერ, ამ პუნქტს უბრალოდ ჩამოერთმევა ლიცენზია.

ნახეთ მეტი
Back to top button