საზოგადოება

არჩევნებში ხმის მისაცემად საჭირო პროცედურები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

,,News.on.ge” წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა იმისათვის, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

მისივე განმარტებით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ამომრჩევლებს სამი გზით შეუძლიათ:

  • დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით, როდესაც მოქალაქე შესაბამის ანკეტას ელექტრონულად ავსებს;
  • საელჩო/საკონსულოში პირადად გამოცხადების გზით;
  • საელჩო/საკონსულოში დასარეგისტრირებლად აუცილებელი დოკუმენტების ფოსტის საშუალების გაგზავნით.

თოთლაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ არჩევნების მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ საკონსულო აღრიცხვა საკმარისი არ არის და იმისათვის, რომ მოქალაქე საარჩევნო სიაში მოხვდეს, საჭიროა ის იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პირადობის დამდადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა შეუძლიათ გადაამოწმოს ვებგვერდზე geoconsul.gov.ge.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ არჩვენების ჩატარება უცხოეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. თუმცა, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვა, რომ საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს.

“ჯერჯერობით უცნობია, რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება უცხოეთში, რადგან ამომრჩევლები საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა10 ოქტომბრამდეა”, — განაცხადა თოთლაძემ.

უწყებაში აცხადებენ, რომ 16 სექტემბრის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე 52 765 საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა. ხუთი ქვეყანა, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე ყველაზე მეტი მოქალაქე იმყოფება შემდეგია:

  • საბერძნეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები;
  • უკრაინა;
  • ესპანეთი.
ნახეთ მეტი
Back to top button