მთავარიპოლიტიკა

გენოციდის პირდაპირი და საჯარო წაქეზება დასჯადი გახდება

მეორე მოსმენით, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სრულად მიიღო ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც გენოციდის პირდაპირი და საზოგადოებრივ  წაქეზებს  ითვალისწინებს.

სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი ადგენს, რომ გენოციდის პირდაპირი და საზოგადოებრივი წაქეზება ისჯება თავისუფლების აღკვეთით  რვიდან ათი წლის ვადით.

იგივე ქმედება, რომელიც ჩაიდინეს მასმედიის საშუალებით ან კომპიუტერული სისტემის საშუალებით, პირთა ჯგუფის წინასწარი თანხმობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ათიდან თოთხმეტი წლის ვადით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზაციული ჯგუფის მიერ, მისი ოფიციალური მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თოთხმეტიდან ოც წლამდე ვადით ან  უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ნახეთ მეტი
Back to top button