
ვიდეო კონფერენციის საშუალებით გაიმართა კონსულტაცია სს „სომხეთის ატომური ელექტროსადგურსა“ და სს “რუსატომ სერვისს” შორის. ვიდეო კონფერენციის დროს განიხილეს N 2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ “არმენპრესს” სომხეთის ბირთვული ელექტროსადგურის ვებსაიტიდან აცნობეს.
ცნობაში ნათქვამია, რომ შესავალი სიტყვით გამოვიდნენ კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ედუარდ მარტიროსიანი და სს „რუსატომ სერვისსი“-ს გენერალური დირექტორი ევგენი სალკოვი.
განიხილეს მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების პროგრამის 2020 წლის სამუშაოების შუალედური შედეგები და 2021 წლისათვის აღჭურვილობისა და სისტემების მოდერნიზაციის გეგმა.