ანალიტიკა

გამოკითხვა. რუსეთში გამოკითხულთა 17% სომხეთს მეგობარ ქვეყნად თვლის

,,News.am“ წერს, რომ ლევადას ცენტრმა გაარკვია რუსების დამოკიდებულება უცხო ქვეყნების მიმართ. სოციოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის დროსაც რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ქვეყნები, რომლებიც მათი აზრით რუსეთის მიმართ მეგობრული ან მტრულია. 20-26 აგვისტოს ჩატარებულ გამოკითხვაში 50 რეგიონის 137 დასახლების მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა. 1601 რესპონდენტთა შორის არიან ქალაქების და სოფლების წარმომადგენლები.
ბელორუსია (58%), ჩინეთი (40%), ყაზახეთი (35%), სომხეთი (17%) და აზერბაიჯანი (15%) იმ ხუთეულში არიან, რომლებსაც რუსები რუსეთის მეგობრებად და მოკავშირეებად თვლიან. მას მოსდევს ინდოეთი (13%), სირია (12%) და ვენესუელა (11%).

ვენესუელას მოსდევს გერმანია (10%) და ყირგიზეთი კუბით (თითოეული 9%). სიის ბოლოშია რუსეთის ნაკლებად მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა: პოლონეთი, თურქმენეთი, ფინეთი, საფრანგეთი და ჩეხეთი, რომლებმაც თითოეულმა მიიღო 2-2%.

რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრული და მტრული ქვეყნების ტოპ 5 სიაშია: შეერთებული შტატები (60%), უკრაინა (35%), დიდი ბრიტანეთი (29%), ლატვია, ლიტვა და პოლონეთი (თითოეულის 26%). პოლონეთს მოსდევს საქართველო (16%), გერმანია (15%) და ესტონეთი (11%).
რესპონდენტების აზრით, ავსტრალია, ბულგარეთი, ნიდერლანდები, იტალია, პაკისტანი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთ კორეა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ვიეტნამი, ჩეხეთი და უნგრეთი ნაკლებად მტრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ. გამოკითხულთა 2% ამ ქვეყნებს არამეგობრულად თვლის.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს გამოკითხულთა 22% სომხეთს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნად თვლიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button