მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 29 წლისთავს

დღეს, 21 სექტემბერს, მთელს მსოფლიოში სომხები აღნიშნავენ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს.

სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიღებულ იქნა 1990 წელს  23 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

სსრკ 1991 წლის კონსტიტუციის შესაბამისად 2090 წლის 21 სექტემბერს სომხეთში სსრკ-სგან გამოყოფის შესახებ ჩატარდა რეფერენდუმი. 2,056,758 მოქალაქეებიდან 2,042,627 (94,39%) სომხეთის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.  

მეორე დღეს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის პირველი  საკანონმდებლო ორგანოს განცხადება სომეხი ხალხის მიმართ. „თავისუფლების გზაზე ახალი განსაცდელები გველოდება,  ეს იქნება ყოველდღიური გამოცდა ჩვენთვის. შევინარჩუნოთ ჩვენი ენთუზიაზმი, მაგრამ მტკიცედ ვიყოთ რეალიზმში, გავაგრძელოთ ოცნება, მაგრამ ფხიზელი განსჯით“.

რეფერენდუმის შედეგების შეჯამებით, სომხეთის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 23 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ათეულობით სახელმწიფომ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა. პირველი იყო ლიტვა, რომელიც სომხეთმა აღიარა 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 14 აგვისტოს. შემდეგ 1991 წელს კიდევ 47 სახელმწიფომ აღიარა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

აღსანიშნავია, რომ წელს დამოუკიდებლობის 29 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულები ონლაინ რეჟიმში ტარდება.

ნახეთ მეტი
Back to top button