მთავარისაზოგადოება
დადასტურდა კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა, 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა

,,Armradio.am” წერს, რომ 22 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, სულ დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 47 677 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 42 676, გარდაიცვალა 938 ამჟამად 3765 პაციენტი გადის კორონავირუსულ მკურნალობას. სულ ჩატარდა 266066 ტესტი.
ამრიგად, გუშინ ჩატარდა 825 ტესტი, საიდანაც დადასტურდა კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა. 39 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ აცხადებს, რომ პაციენტები იყვნენ 83 წლის ქალი და 69 წლის მამაკაცი. ამ უკანასკნელს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
წინა დღეს დაფიქსირდა სიკვდილის ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს დაუსვეს კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალა სხვა დაავადებით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 288.