,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა 2050 წლამდე გარდაქმნის სტრატეგია. ფაშინიანმა თქვა, რომ ასეთი სრულყოფილი დოკუმენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთში სახელმწიფო დონეზე არ მიღებულა.
ფაშინიანის აზრით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იდეაა მილიონობით ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა სომხეთის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია ისე უნდა იყოს აგებული, რომ ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეცადოს ჩამოვიდნენ სომხეთში ინვესტიციების ჩასატარებლად, ბიზნესის წარმოებისთვის და დასვენებისთვის.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, თუ რა მაჩვენებლებია მოსალოდნელი 2050 წელს. უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია მოსახლეობის 5 მილიონამდე გაზრდა. 1.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის დაძლევა, მშპ-ს 20-ჯერ გაზრდა, საშუალო ხელფასის 7-ჯერ გაზრდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 90 წლამდე.
პრემიერ მინისტრი აყენებს ამოცანას აღნიშნულ პერიოდში ჰყავდეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, სომხეთის სადაზვერვო სამსახური შევიდეს მსოფლიო საუკეთესოთა ათეულში, სულ მცირე სამი სომხური უნივერსიტეტი მოხვდეს მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტთა სიაში.
სტრატეგია ითვალისწინებს, რომ სომხეთი გახდება მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ქვეყანა. დაგეგმილია მინიმუმ 5 ტექნოლოგიური კომპანიის არსებობა, რომელთა ღირებულება 10 მილიარდზე მეტია, მინიმუმ 10,000 მუშა სტარტაფი.
გარდა ამისა, პრემიერ მინისტრს სურს გაორმაგდეს ტყის მასების ფართობი რესპუბლიკაში, ტურისტების ყოველწლიური ნაკადი გაიზარდოს 15 მილიონამდე.
ასევე ბევრია გასაკეთებელი საერთაშორისო პლატფორმებზე: 2050 წლამდე სომხეთმა უნდა მოიგოს 25 ოლიმპიური ოქროს მედალი, მიიღოს ინდივიდუალური მსოფლიო ჭადრაკის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ფეხბურთის გუნდმა უნდა მოიტანოს მედალი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებიდან.
პრემიერ მინისტრის თქმით, აღნიშნული დებულებები უნდა იყოს სომხეტის მთავრობის ძირითადი მიმართულება მომავალი 30 წლის განმავლობაში.