მთავარიპოლიტიკა

„რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრული, მოკავშირული ურთიერთობები დამყარდა“: პუტინმა მიულოცა ფაშინიანს

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:

”ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

რუსეთი ინარჩუნებს მეგობრულ, მოკავშირულ ურთიერთობებს სომხეთთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი  ჩვენს ქვეყნებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე თანამშრომლობა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციული პროცესების ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს განვითარებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს გამომდინარეობს  რუსი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან, მიმართულია რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ.

გისურვებთ ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ, ჯანმრთელობას და წარმატებებს , სომხეთის ყველა მოქალაქეს    ̶   მშვიდობასა და კეთილდღეობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button