მთავარიპოლიტიკა

”დღევანდელი გამოწვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას“: ტრამპი ფაშინიანს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

”ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გილოცავთ 21 სექტემბერს, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 29 წლის განმავლობაში, შეერთებული  შტატები გვერდში ამოუდგა  სომეხ ხალხს და მხარი დაუჭირა ძალისხმევას თანამედროვე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების შექმნის მიმართულებით.  ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაფართოების, კანონის უზენაესობის, რეგიონალური სტაბილურობის  და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ამაღლებას.

დღევანდელი გამოწვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. სომეხ და ამერიკელ ხალხებს შორის კავშირები უდაოდ მტკიცე და მდგრადია  იქნება ეს ახალი გლობალური კორონავირუსის ეპიდემიის პიწინააღმდეგ ბრძოლა თუ ავღანეთში და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციები.

„ამ განსაკუთრებულ დღეს,  გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს  და სამომავლოდ ველით ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას“,  – ნათქვამია აშშ  პრეზიდენტის მილოცვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button