საზოგადოება

18-27 წლის ქალებისთვის ჩატარდება 45-დღიანი სამხედრო წვრთნები

,,Armradio.am” წერს, რომ 1 ოქტომბერს დაიწყება განაცხადების მიღება ქალთა საწყის სამხედრო მომზადებაზე. სამხედრო წვრთნების ორგანიზება ხდება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის – ანა ჰაკობიანის ინიციატივით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-27 წლის ქალთა სქესის წარმომადგენლებს.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები 45 დღის განმავლობაში გაივლიან ტრენინგებს ყაზარმებში, შეიძენენ ჯარისკაცის უნარებს. წვრთნების მონაწილეთა ყოველდღიური ცხოვრება ორგანიზებული იქნება შეიარაღებულ ძალებში მიღებული სტანდარტის შესაბამისად, სამხედრო ნაწილის ყოველდღიური განრიგის მიხედვით: დილის 6:30 საათზე ადგომა, ტანვარჯიში, საუზმე, საკლასო და საველე ვარჯიშები და ა.შ. აკრძალული იქნება ვიზიტები, სამხედრო ნაწილის განთავსების ადგილიდან თავისუფალი გასვლა, არდადეგები, აგრეთვე მობილური ტელეფონების გამოყენება აუდიოჩაწერისა და ვიდეოგადაღების შესაძლებლობებით.

პროგრამაში ჩართვამდე კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას გასაუბრებაში, გაივლიან კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას, ფსიქოლოგიურ ტესტირებას (შემოწმდება კანდიდატების ორიენტაციის უნარიანობა, სამსახურის პირობებთან ადაპტაცია, სტრესის მიმართ მდგრადობა და ა.შ.), რის შემდეგაც ისინი ჩააბარებენ  ფიზიკური მომზადების ნორმატივებს. ტრენინგის ბოლოს ორგანიზებული იქნება მონაწილეთა დასკვნითი ჩათვლა. მონაწილეებს, რომლებიც დაარეგისტრირებენ საუკეთესო შედეგებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ გაწევრიანდნენ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში, როგორც საკონტრაქტო ჯარისკაცები, სამსახურს გაივლიან რა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირობებში და ადგილზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიღებული ფორმატით.

ანა ჰაკობიანი მიიღებს მონაწილეობას სწავლების დასაწყისში და დასრულებაში.

მსურველებს 1-დან 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ გაგზავნონ განაცხადები (პასპორტის ასლი და CV) ანა ჰაკობიანის ოფისში, ელ.ფოსტაზე [email protected]

ნახეთ მეტი
Back to top button