
სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13% -ით გაიზარდა. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
”მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 16 442 მიაღწია, ნაცვლად გასული წლის 14 533”, – წერს ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ფაშინიანის თქმით, ამ სემესტრში დარგის ბრუნვა 24% -ით გაიზარდა, $ 142 მილიონიდან $ 176 მილიონამდე, ხოლო სფეროში მოქმედი ორგანიზაციების რაოდენობა გაიზარდა 11% -ით, 1007-დან 1118-მდე.