მთავარისაზოგადოება

სან-ფრანცისკოს სომხური სკოლის მიმართულებით სროლა დაფიქსირდა

ამ დღეებში  ცეცხლი  ამერიკის შეერთებული შტატების სან-ფრანცისკოს სომხური გრუზიან-ზაქარიან-ვასპურაკანის სკოლის შენობის მიმართულებით  სროლა დაფიქსირდა. ინფორმაციას ავრცელებს  სომხური   პერიოდული გამოცემა აშშ-ში „Asbarez“-ი.  

ადგილობრივმა პოლიციამ  ინფორმაცია გაავრცელა, რომ შაბათს დილით სომხური სკოლის მიმართულებით ისროლეს. დაზიანდა სკოლის ტრაფარეტი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს, მიმდინარეობს გამოძიება.

იმავე სკოლაში მოხდა ვანდალური აქტი. უცნობმა პირებმა შენობაზე დატოვეს ანტისომხური  აზერბაიჯანულენოვანი წარწერები. „კარდაშიანები მეძავი არიან“ , „თქვენ ყველაფრისათვის პასუხს აგებთ“,  “აღდამი” და ა.შ. უცნობმა პირებმა სკოლის კედლები აზერბაიჯანის დროშის ფერებში მოხატეს. პოლიციამ აღძრა საქმე მუხლით “სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული”.

ნახეთ მეტი
Back to top button