საზოგადოება

ეროვნული უმცირესობების დღესასწაული კი არა, არამედ დღე. რუსტამ ბაქოიანმა ახალი პროექტი შემოგვთავაზა

,,1in“ წერს, რომ სომხეთი ერთ – ერთი უნიკალური ქვეყანაა, რომელიც მონოეთნიკურად ითვლება, სადაც ეროვნული უმცირესობების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ბოლო აღწერის მონაცემებით, ის 1,8%-ია. ამის შესახებ “პირველ საინფორმაციოს”-თან საუბრისას განაცხადა ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” წევრმა, რუსტამ ბაქოიანმა, შეეხო რა თავის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ის სთავაზობს სექტემბრის ბოლო შაბათ დღეს ეროვნული უმცირესობების დღედ აღნიშვნას.

”დიდწილად, სომხეთში ეროვნულ უმცირესობებს პრობლემები არ აქვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ სირთულეები აქვთ თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ამ სირთულეების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები”, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს ეროვნულ უმცირესობათა ცენტრი. აქ 11 სათვისტომოთა შორის არის 95 წევრისაგან შემდგარი ქართული სათვისტომოც, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ასტროფიზიკოსმა ქალბატონმა თინათინ ასათიანმა. ამჟამად სათვისტომოს ხელმძღვანელია ქალბატონი სვეტლანა ნამჩევაძე. სომხეთის მთავრობის მხრივ  სათვისტომოს ყოველწლიურად გამოეყოფა დაახლოებით 800000 სრ დრამი, რაც 1600 აშშ დოლარის ტოლფასია. გამოყოფილი თანხა ხმარდება ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებას. ცენტრში მოქმედებს საკვირაო სკოლა, რომელიც ყველა მსურველს ასწავლის ქართულ ენას, სიმღერას და ცეკვას. წელიწადში ერთხელ მთავრობის მხრიდან გამოიყოფა თანხა ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიების ჩასატარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button