პოლიტიკა

ნატოში გაწევრიანების საკითხი აღარ არის სამხედრო სფეროში. მელიქიანი საქართველოს შესახებ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საქართველოს საკითხებით ექსპერტმა, სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერმუშაკმა ჯონი მელიქიანმა სპუტნიკი სომხეთის ეთერში ისაუბრა საქართველოში ჩატარებული “ღირსეული პარტნიორი 2020” სამხედრო სწავლების შესახებ.

საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული სამხედრო წვრთნები დაიწყო ქართულ-ამერიკული თანამშრომლობით, ისინი არა იმდენად ნატო-ს სამხედრო წვრთნებია, რამდენადაც ქართულ-ამერიკული, რომელთა წრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ნატოს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობის ანგარიშზე, ვინაიდან 2015 წელს შემდგარ სამხედრო წვრთნებში მოცული იყო მხოლოდ ორი ქვეყანა.

”დღეს, ფაქტობრივად, მულტინაციონალური სამხედრო წვრთნების ფორმატია წამოყენებული. ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ ამ სწავლებების ფარგლებში სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედებების სინთეზირება და სინქრონიზაცია. საქართველო აქტიურად არის ჩართული ალიანსის სამშვიდობო მისიებში. ”ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი არის საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების დაახლოება ნატოს სტანდარტებთან”, – განუცხადა მან ,,სპუტნიკისომხეთს“.

მელიქიანის აზრით, ვინაიდან საქართველო ითვლება ბლოკში სრული წევრობის პოტენციურ ქვეყნად, რომელმაც შეძლო ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაფართოება, აქედან გამომდინარე არჩეულ იქნა სწორედ საქართველო, სადაც ასეთი სამხედრო წვრთნები ტარდება თითქმის ყოველწლიურად, რაც დღის წესრიგის საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

 ”საქართველომ მართლაც მიაღწია პროგრესს ბევრ საკითხში, და დღეს ნატოში გაწევრიანების საკითხი სამხედრო სფეროში კი არ არის, რადგან საქართველო უკვე უზრუნველყოფს მინიმალურ კრიტერიუმებს, არამედ პოლიტიკურში, სადაც საქართველოს სერიოზული დაბრკოლებები აქვს. უნდა შედგეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ევროპის ზოგიერთი მსხვილი ქვეყანა ჯერ არ არ გამოხატავს მზადყოფნას ამ საკითხში, რაზეც გავლენას ახდენს რუსული ფაქტორიც. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს მუდმივად სურთ ამ დღის წესრიგის წამოყენება, მაგრამ მათი ლობინგი და წონა არც ნატოში და არც ევროკავშირში არც ისე მაღალია”, – აღნიშნა ქართველოლოგმა.

მელიქიანის თქმით, არსებული სტატუს ქვო-ს პირობებში საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ სამომავლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების შერწყმის შემთხვევაში ეს საკითხი  გადაიჭრას.

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბა 3000-მდე ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ ქვეყნებს სურთ ერთობლივი ძალისხმევით გააუმჯობესონ საბრძოლო მზადყოფნა და ხელი შეუწყონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ატმოსფეროს შენარჩუნებას.

ნახეთ მეტი
Back to top button