ეკონომიკამთავარი

ამერიკული კომპანია სომხეთში გეგმავს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გლობალური ცენტრის შექმნას

სომხეთის მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი შეხვდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია SADA Systems -ის დამფუძნებელს, საბჭოს თავმჯდომარე ჰოვიკ საფოიანს. ამის შესახებ განაცხადეს სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტროდან.

ჰოვიკ საფოიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნველობას ანიჭებს რა სომხეთში ნიჭის აღმოჩენასა და ჩართულობას, ტექნოლოგიური კომპანია SADA Systems გეგმავს ერევანში ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გლობალური ცენტრის შექმნას, რომლის დეტალები უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.
კომპანია SADA Systems-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საუკეთესო ინვესტიცია ადგილზე ახალი საწარმოს დაარსება იქნება, რომელიც მოიცავს ტექნიკურ-საინჟინრო, პროფესიულ, მენეჯმენტის მომსახურებას და მხარდაჭერას, გამოყენებითი პროგრამების  შემუშავებას და მოწოდებული იქნება ნიჭიერების გამოვლენასა და მომზადებაზე. დამფუძნებლის თქმით, იგეგმება რეალური ბიზნესის შექმნა, სადაც ნიჭიერი სომხები მიიღებენ გამოცდილებას და იმუშავებს სომხეთის განვითარების სასარგებლოდ.

ჰაკობ არშაკიანმა ხაზი გაუსვა სომხეთში ასეთი ცენტრის შექმნის მნიშვნელობას და ნიჭის შემოდენის მკაფიო მექანიზმების აუცილებლობას, აღნიშნა რა, რომ სამინისტროს გლობალური პროგრამები და განვითარებული ინფრასტრუქტურა სწორედ ამ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება.

ნახეთ მეტი
Back to top button