მთავარიპოლიტიკა

საქართველოს მხრიდან არ შეიძლება იყოს რაიმე ანტიომხური ნაბიჯი. თურქოლოგი

,,Aravot.am“ წერს, რომ თურქოლოგი ტარონ ჰოვანისიანი ვერ ხედავს ანტიომხურ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, როდესაც ამ უკანასკნელმა, მედიის თანახმად, აკრძალა იარაღის მიწოდება სომხეთისთვის საქართველოს გავლით. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეაქო ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაუშვა სამხედრო ტვირთის რუსეთიდან და სერბეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით ტრანზიტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, იუწყება Georgia Online. თურქოლოგის თქმით, ეს ეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების 76 სატვირთო თვითმფრინავის ფრენის აკრძალვას რუსეთიდან სომხეთში მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა, როგორც შეიარაღების გადატანა სომხეთში, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ რუსი სამხედროების როტაცია იყო, ახალწვეულები ჩამოიყვანეს გიუმრის სამხედრო ბაზაში. იყო აგრეთვე სამშენებლო მასალებიც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზისთვის. ”რაც შეეხება მარშრუტს, ეს თვითმფრინავები შემოვლითი გზით – შუა აზიასა და ირანით, შემოფრინდნენ სომხეთში. ზოგადად, აქ საქართველოს მხრიდან რაიმე ანტი-სომხური ნაბიჯის შესასხებ საუბარი არ შეიძლება იყოს, რადგან საქართველო, მიუხედავად იმისა, სომხეთში თუ სხვაგან მიდის, რუსეთს არ უშვებს სამხედრო ტექნიკის გადატანას, ეს განპირობებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით.

მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო დაადანაშაულა სერბეთიდან საქართველოს გავლით იარაღის გადაზიდვაში. ეს არ არის ის, რომ სომხეთში იარაღი არ შემოდის საქართველოს ტერიტორიის გავლით ”, – თქვა ტარონ ჰოვანისიანმა.

ალიევის ბოლოდროინდელ განცხადებებზე დაყრდნობით, თურქოლოგმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი თვალსაზრისით ეს განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს ომისთვის მომზადების გზავნილად. ”დიახ, ეს შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო პროვოკაციების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებად, როგორც ინფორმაციის კომპონენტად სამხედრო პროვოკაციის მოსამზადებლად. ივლისის მოვლენების სერიოზული წარუმატებლობის, ისევე როგორც მამედიაროვის მოხსნის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავი დაანება მოლაპარაკებებს და მუდმივად ამკაცრებს რიტორიკას, ავტორიტეტის შესანარჩუნებლად… როდის იქნება სამხედრო მოქმედებები, რა მასშტაბით, იქნება ახლო მომავალში, თუ არა, პროგნოზირება შეუძლებელია“.

არფინე სიმონიანი

ნახეთ მეტი
Back to top button