საზოგადოება

2019 წელს თურქულ პრესაში ყველაზე მეტი სიძულვილის ენა გამოყენებული იქნა სომხების მიმართ

,,Ermeni haber ajansi” წერს, რომ  ჰრანტ დინქის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის “სიძულვილის ენა პრესაში”  ფარგლებში შედგა და გამოქვეყნდა შემდეგი მოხსენება. მასში წარმოდგენილია 2019 წელს თურქულ პრესაში სიძულვილის ენის შემცველი ან წასაქეზებელი ინფორმაციის მოცულობა და რაოდენობა ეთნიკური, რელიგიური და სხვა ჯგუფების შესახებ. მოხსენებისთვის შესწავლილია 4364 პრესრელიზი. 108 მათგანი შეიცავდა სიძულვილის ენას ერთზე მეტი ჯგუფის წინააღმდეგ. სულ 5515 სიძულვილის ენა იქნა გამოყენებული 80 სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ.

სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფებია:
• სომხები – სიძულვილის 803 სიტყვა

• სირიელები – 760

• ბერძნები (საბერძნეთი) – 754

• ებრაელები – 676

• ბერძნები (თურქეთი, კვიპროსი და ა.შ.) – 603

• ქრისტიანები – 334.

სომხები უმეტესად სამიზნედ ხდებიან ხოჯალუს მოვლენებისა და სომხების გენოციდის შესახებ სტატიებში, სადაც ხშირად იდენტიფიცირებენ ან აკავშირებენ ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას ASALA-სთან. სომხები ასევე მტრებად არიან მიჩნეული აზერბაიჯანთან კონფლიქტის ფონზე.
საერთო ჯამში, სიძულვილის ენის 51 პროცენტი გამოქვეყნდა ადგილობრივ, ხოლო 49 პროცენტი რესპუბლიკური მასშტაბის პრესაში.
რესპუბლიკური მნიშვნელობის მედია საშუალებებიდან ყველაზე მეტად სიძულვილის ენა გამოიყენა ნაციონალისტურმა გაზეთმა “იენი აკიტმა” – 263 შემთხვევა.
მას მოსდევს გაზეთები: Yeniçağ (155 შემთხვევა), Diriliş Postası (131), Milli Gazete (123), Milat (118).

ნახეთ მეტი
Back to top button