მთავარისაერთაშორისო

ბაქო და თბილისი აცხადებენ “სენსაციის” შესახებ: ალიევი მზად არის უარი თქვას მონასტერზე?

როგორ „ლრაგირ.ამ“ წერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პირველი ვიზიტით საქართველოში იმყოფება და უკვე მოახერხა მოეხდინა “სენსაცია”. სავარაუდოდ, ახალმა მინისტრმა თან მოიტანა პრიზი საქართველოსთვის   ̶    დავით გარეჯის მონასტერი.

ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოში ახალი კარტოგრაფიული მასალები იქნა ნაპოვნი, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს საქართველო-აზერბაიჯანის 2006-2007 წლების ხელშეკრულება სასაზღვრო საკითხებზე.

დაძაბულობა მე-6  საუკუნის დავით გარეჯის  ქართული სამონასტრო კომპლექსის   ირგვლივ გამოიწვია სახელმწიფო საზღვრის არაკოორდინირებულმა ნაწილებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის საკითხზე მიღწეული იქნება კონსენსუსი.

”მასალები უკვე გაგზავნილია აზერბაიჯანში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციაზე. გასულ წელს, დავით გარეჯის მახლობლად, ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ერთობლივი კომისიის ფარგლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა საზღვრის საკითხზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის მასალებია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ აზერბაიჯანს გაუგზავნოს მასალები, რომლებიც დაგვაეჭვებს   სამონასტრო კომპლექსის  საქართველოს კუთვნილებაში. როცა  საქართველო ლაპარაკობს  პროგრესზე,  ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა საქართველოს დაუბრუნოს  მონასტრის ნაწილი, რომელიც ახლა აზერბაიჯანის მხარეზეა  – ამა თუ იმ ფორმატით, შესაძლოა ნეიტრალური ზონის შექმნით.

საქართველოსთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და ბაირამოვისთვისაც  კარგი კოზირია  საქართველოსთან მოლაპარაკებების საქმეში. იმავე დღეს ილჰამ ალიევმა თქვა, რომ იგი მადლობას მოახსენებს  საქართველოს სომხეთისაკენ  რუსული იარაღის ტრანზიტზე უარის თქმის გამო. ბაქო და თბილისი ასევე ერთმანეთს მხარს უჭერენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვაში.

აპირებს ბაქო მონასტრის “გაცვლას” მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ სომხეთში ჰიპოთეტური “რუსული იარაღის ტრანზიტისგან” უარის თქმაზე? პარტია ცდილობს ოქტომბრის არჩევნებში კვლავ მოიგოს და დავით გარეჯი შეიძლება გახდეს მისთვის კარგი წინასაარჩევნო “არგუმენტი”.

ნახეთ მეტი
Back to top button