
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიას არცახის რესპუბლიკის მიმართ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ამ დილით ადრე, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო აქტიური დაბომბვა კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ, მიზანში ჰყავს ამოღებული მშვიდობიანი დასახლებები, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტი.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიას არცახის რესპუბლიკის მიმართ. სომხური მხარე თავდაჯერებულად მოქმედებს. მაქსიმალურად, უზრუნველყოფს არჯახის მოსახლეობის უსაფრთხოება, მტერს ადეკვატური პოლიტიკურ და სამხედრო პასუხს სცემენ.
აგრესიისთვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.