,,Armradio.am“ წერს, რომ 27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი საჰაერო და სარაკეტო შეტევა კონტაქტის ხაზის გასწვრივ, რომლის სამიზნე იყო მრავალი სამოქალაქო დასახლება და ინფრასტრუქტურა, მათ შორის დედაქალაქი სტეფანაკერტი. ასევე არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ზარალი. ამის შესახებ აცხადებს არცახის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველი არტაკ ბეგლარიანი.
არცახის ომბუდსმენი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. დამცველი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს აზერბაიჯანის მოქმედებებს, განსაკუთრებით COVID-19 ეპიდემიის პირობებში, და მიიღოს ზომები არცახის რესპუბლიკის ათასობით მკვიდრის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საშიშროების განეიტრალების მიზნით.
არტაკ ბეგლარიანმა ასევე ჩანაწერი გააკეთა ტვიტერში.