მთავარიპოლიტიკა

არცახში ჩვენ 16 მსხვერპლი და 100-ზე მეტი დაჭრილი გვყავს. სარგსიანი

ჩვენ 16 მსხვერპლი და 100-ზე მეტი დაჭრილი გვყავს არცახში. ინფორმაცია დღევანდელ ბრიფინგზე მიაწოდა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არტურ სარგსიანმა.
”სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 3 ვერტმფრენი, 20 უპილოტო მფრინავი აპარატი და 30 ტანკი გაანადგურა. ამ წუთებში ცხელი ბრძოლები მიმდინარეობს”, – აღნიშნა სარგსიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. სარგსიანმა აღნიშნა, რომ ჩვენ მზად ვართ სიცოცხლის ფასად გავაკეთოთ შეუძლებელი. მან თქვა, რომ დარწმუნებულია მტერი იძულებული იქნება მშვიდობა ითხოვოს.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.
არცახის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო მფრინავი აპარატი, ასევე ჯავშანტექნიკა.
ცნობილია, რომ მარტუნში მტრის გასროლების შედეგად ერთი ქალი და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
არცახსა და სომხეთში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, საყოველთაო მობილიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button