
,,Armradio.am“ წერს, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელ ანჯეი კასპრჩიკთან. მინისტრმა წარმოადგინა სიტუაცია საზღვარზე და თქვა, რომ აზერბაიჯანმა მორიგი პროვოკაცია წამოიწყო.