მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის არმიის ნაწილებმა მტერს მრავალრიცხოვანი დანაკარგი მიაყენეს. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის არმიის მეთაური ჯალალ ჰარუთიუნიანი

,,Armradio.am“ წერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ჯალალ ჰარუთიანიანის მოწოდება.
”თანამემამულენო, 2016 წლის საომარი მოქმედებებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ, მტერმა კვლავ მიმართა ძალას, რადგან თვლის, რომ ამ გზით ის შეძლებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას მის სასარგებლოდ.

27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის არმია სარაკეტო-საარტილერიო მომზადების და უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შემდეგ შეტევაზე გადავიდა შეხების ხაზის მთელ სიგრძეზე. ამ დროისთვის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგისთვის დიდი დანაკარგების მიყენებით, წარმატებით შლიან  მის გეგმებს. ამ გეგმების შესახებ ჩვენ დიდი ხანია ვიცით, მათი არსი შეიძლება ერთი სიტყვით გამოიხატოს: არცახისა და სომხეთის სომხებისგან დაცლა. დარწმუნებული იყავით, ამჯერადაც მტერი დამარცხდება.

გამარჯვება ადვილად არ მოგვეცემა. მისი ბუნებიდან გამომდინარე, მტერი უმიზნებს მშვიდობიან დასახლებებსა და მშვიდობიან მოსახლეობას , ის არ განასხვავებს ჯარისკაცსა და ბავშვს, სასულიერო პირსა და მოხუც ქალს, ზრდასრულ მამაკაცსა და უმწეო მოხუცს. მისი სამიზნე ყველა მათგანია. გამარჯვება მოითხოვს ძალების ზედაძაბულობას და რკინის ერთიანობას.

ახლა ყველა უთანხმოება, ყველა შეხედულება, ყველა მოსაზრება გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენი მიზანი ერთია: მტრის დამარცხება ყველა შესაძლო საშუალებით, გამანადგურებელი დარტყმის მიყენება მის შეიარაღებულ ავაზაკურ დაჯგუფებებზე,  მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ზონის გაფართოება და საბოლოო მშვიდობის დამყარების დავალდებულება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ამოცანის შესასრულებლად.

ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების საფლავებს და ჩვენი შვილების მომავალს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების მიწაზე. მთელი სომეხი ხალხი ჩვენთან არის. სამართლიანობა ჩვენთანაა. ღმერთი ჩვენთან არის. გამარჯვება ჩვენი იქნება”.

ნახეთ მეტი
Back to top button