მთავარიპოლიტიკა

მტერი თავს დაესხა მთიანი ყარბაღის რესპუბლიკას

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის პრემიერ მინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  თავდაცვის არმია წარმატებით ეწინააღმდეგება შეტევას. სიტუაცია ოპერატიულად ვითარდება, ინფორმაცია შეჯამებული  და გადმოცემული იქნება საჭიროებისამებრ.

”ძვირფასო ხალხნო, სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქეებო, არცახის რესპუბლიკის ამაყო  მოქალაქეებო, დიასპორის ამაყო  სომეხებო! მტერმა შეტევა დაიწყო არცახის მიმართულებით. თავდაცვის არმია წარმატებით ეწინააღმდეგება შეტევას. სიტუაცია ოპერატიულად ვითარდება, ინფორმაცია შეჯამებული  და გადმოცემული იქნება საჭიროებისამებრ.

მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და ფხიზლად იყავით არ მოხდეთ მტრის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის  ნაკადის გავლენის ქვეშ.  მტკიცედ დავრჩეთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარის ზურგში, ჩვენი სამშობლოს თავდაცვის პოზიციებში.  ჩვენ გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს დიდებულ  სომხურ არმიას! გაუმარჯოს სომხეთის სახელმწიფოებრიობას! “გაუმარჯოს სომეხ ხალხს“,  – წერს იგი.

ნახეთ მეტი
Back to top button