საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში

,,არმენპრესი“-ს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მზად არის წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის დეესკალაციაში და მშვიდობის დამყარებაში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
”ჩვენ შეშფოთებულები ვართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შემდეგი სამხედრო ესკალაციით, რამაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე გამოიწვია მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ”ვიმედოვნებთ, რომ მხარეებს შორის მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასვლა და თავიდან იქნება აცილებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, რაც ძალზე ნეგატიურად აისახება მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო სტრუქტურებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ დაძაბულობის შესაწყვეტად და უზრუნველყონ კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა.
”ჩვენი მხრიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ყველანაირად შეუწყოს ხელი დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
27 სექტემბერს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო აქტიური დაბომბვები არცახთან კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ასევე იბომბება მშვიდობიანი დასახლებები, დედაქალაქ სტეფანაკერტის ჩათვლით. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოპტო მფრინავი აპარატი და ჯავშანტექნიკა. არცახის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სამველ ბაბაიანის ინფორმაციით, არცახ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა ათი სამხედრო. აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მარტუნის რაიონში დაიღუპა ერთი ქალი და ერთი ბავშვი. ათობით დაჭრილია მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. მტერმა დაბომბა სკოლები, მათ შორის სტეფანაკერტში. სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია.