მთავარიპოლიტიკა

საჰაერო ბომბები, უპილოტო მფრინავი აპარატები. დარტყმები იყო ვარდენისის მიმართულებით. არწრუნ ჰოვჰანნისიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ დაძაბულობა იზრდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ასეთი განცხადება დღეს ბრიფინგზე გააკეთა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
მან შეატყობინა, რომ დარტყმები იყო ვარდენისის მიმართულებით, მაგრამ ძირითადი შეტევა იყო არცახის რესპუბლიკის მიმართულებით.
ჰოვჰანნისიანის თქმით, დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს ავია ბომბები, უპილოტო მფრინავი აპარატები, ვერტმფრენები და ა.შ.
”ბრძოლები ინტენსიურია, სწორი არ იქნება საუბარი იმაზე, რომ დანაკარგები საერთოდ არ გვექნება”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა და დასძინა, რომ სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის გაკეთება ჯერ არ შეუძლია.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ან ორი უმსხვილესი კალიბრის რაკეტის გარდა, აზერბაიჯანის მიერ გამოყენებული იქნა ყველა სხვა საშუალება, მათ შორის არმიის საჰაერო ძალები, ავიაბომბები, უპილოტო მფრინავი აპარატები, ვერტმფრენები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-  აზერბაიჯანის მთელი საზღვრის გასწვრივ.
არცახის თავდაცვის მინისტრის ცნობით, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო მფრინავი აპარატი, ასევე აქვთ ჯავშანტექნიკის დანაკარგები.
ერთი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა მარტუნში მტრის გასროლების შედეგად. არიან დაჭრილები.

ნახეთ მეტი
Back to top button