მთავარიპოლიტიკა

სომხეთი არ გამორიცხავს, რომ იგი აღიარებს არცახის დამოუკიდებლობას. ფაშინიანი

არცახის დამოუკიდებლობის აღიარება სომხეთის პოლიტიკური ხელისუფლების დღის წესრიგშია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღეს ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, მან უპასუხა “ნათელი სომხეთის” ფრაქციის ხელმძღვანელის ედმონ მარუქიანის კითხვას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვა არ ხდება, მაგრამ არ გამორიცხა, რომ მასზე იმსჯელონ.
”ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. იქნებ ამ საზოგადოების განხილვა დაიწყოს ამ კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეეხო რა სომხეთ-არცახის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის საკითხს, პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა ეს ვარიანტი და აღნიშნა, რომ საკითხი სერიოზულად უნდა იქნას განხილული.
”ჩვენ ვიღებთ არგუმენტებს, ვდებთ სასწორზე და, ვცდილობთ გავიგოთ, თუ ვაღიარებთ, რატომ, თუ არ ვაღიარებთ, რატომ.  ავწონოთ და აწონვის გარდაც, გადავწყვიტოთ, რა გავლენა გვაქვს ამ სასწორზე, გვაქვს თუ არა”, – აღნიუშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ- აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

არცახის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო მფრინავი აპარატი, ასევე ჯავშანტექნიკა.
ცნობილია, რომ მარტუნში მტრის გასროლების შედეგად ერთი ქალი და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
არცახსა და სომხეთში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, საყოველთაო მობილიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button