პოლიტიკა

4 ვერტმფრენი, 15 უპილოტო მფრინავი აპარატი, 10 ტანკი. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგები აქვთ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ თავდაცვის არმიის მიერ განადგურებულია 4 მტრის ვერტმფრენი, დაახლოებით 15 უპილოპტო მფრინავი აპარატი, მათ შორის მოიერიშე, 10 ტანკი და საბრძოლო მანქანა.
”აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 07:15 საათზე, დაიწყეს აგრესია არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ”არცახის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სისტემები, მუდმივი დისლოკაციის ადგილები და მშვიდობიანი დასახლებები მოხვდნენ საარტილერიო სისტემებისა და უპილოპტო მფრინავი აპარატების დარტყმის ქვეშ”, – ნათქვამია განცხადებაში.


აღინიშნა, რომ შემდეგ მოწინააღმდეგის მოტოსასროლი და ჯავშანსატანკო ნაწილები თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებებიდან.
ამ დროისთვის თავდაცვის არმიის ნაწილები აწარმოებენ თავდაცვით ბრძოლებს ხსენებული მიმართულებებით, აჩერებენ მტრის წინსვლას. მტერს ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს.


მიმდინარეობს თავდაცვის არმიის დანაკარგების დაზუსტება.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

არცახის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო მფრინავი აპარატი, ასევე ჯავშანტექნიკა.
ცნობილია, რომ მარტუნის რაიონში მტრის გასროლების შედეგად ერთი ქალი და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
სომხეთსა და არცახში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button