სომეხი სამშვიდობოები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

სომეხი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა, ავღანეთში უსაფრთხოების საერთაშორისო დახმარების ძალების შემადგენლობაში, სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
”სამშვიდობოებმა, რომლებმაც შეასრულეს მისია ვიცე-პოლკოვნიკ თადევოსიანის მეთაურობით, გამოავლინეს მაღალი სამხედრო მომზადება და დისციპლინა, რის გამოც სარდლობის წახალისება დაიმსახურეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 15 აგვისტოს ვაცნობეთ, რომ კიდევ ერთი სამშვიდობო ბრიგადა გაემგზავრა ავღანეთში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი გაემგზავრა ავღანეთში.
სომხეთის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ახორციელებს 2004 წლიდან. სომეხი სამშვიდობოების 34 კაციანი კონტინგენტი 2006 წლის თებერვალში გაემგზავრა კოსოვოში, ბერძნული დანაყოფის შემადგენლობაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.
2010 წლის თებერვლიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფი (ერთი ოცეული) მონაწილეობდა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ჩრდილოეთ სარდლობის შემადგენლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეთაურობით და მონაწილეობდა ქალაქ კუნდუზის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
2010 წლიდან სომეხი სამშვიდობოები მსახურობდნენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, კუნდუზში, ასევე სამხედრო ბაზებში ქალაქ მაზარ-ე-შარიფში.