მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს, რომ მას წინ უდგას არმიად გადაქცეული მთელი სომეხი ერი: კათოლიკოსი არამ პირველი

„აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს, რომ  მას წინ უდგას არმიად გადაქცეული მთელი სომეხი ერი“   ̶  ასეთი მესიჯით გამოვიდა  კათოლიკოსი    არამ პირველი და განაცხადა, რომ ის გვერდში უდგას სომეხ ხალხსა  და არმიას.      

”მტერმა კვლავ აღმართა  თავისი სისხლიანი ხმალი სომხებისკენ არცახის გავლით. აზერბაიჯანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ არცახი ჩვენია და ყოველთვის უნდა დარჩეს ჩვენი”, – თქვა მან.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს საკითხი, რომ აზერბაიჯანის მაპროვოცირებელი  მხოლოდ თურქეთია. თურქეთმა არაბული ქვეყნები და ისლამური სამყარო დესტაბილიზებული გახადა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ჩარევით, ახლა კი კავკასიის არევა სურს.

არამ პირველის აზრით, საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა გაჩუმდეს. მან უნდა შესძლოს  გულგრილობის დაძლევა. კათოლიკოსმა  მოუწოდა ერთიანობისაკენ  და აღნიშნა, რომ ვარდან მამიკონიანის, ხრიმიან ჰაირიკისა და არამ მანუკიანის შვილები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი.

”გაერთიანდით სომხებო, თქვენ გიხმობთ არცახი“ – დასძინა არამ პირველმა.

ნახეთ მეტი
Back to top button