მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ამ დღისთვის ემზადებოდა თვეების განმავლობაში: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

არცახის  ფრონტზე მნიშვნელოვანი პოზიციური ცვლილებები არ მომხდარა.  ამ ომმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”მტერს არანაირი მნიშვნელოვანი  სიმაღლე არ დაუკავებია, ჩვენაც  არანაირი  მნიშვნელოვანი პოზიცია არ დაგვიკავებია”, – თქვა ჰარუთიუნიანმა.

არაიკ ჰარუთიუნიანმა ნათელი პასუხი არ გასცა  კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის არმიამ მოახერხა ლელე თეფეს გორაკის ხელში ჩაგდება, რომელიც 2016 წელს დაკარგა.

„ლელე თეფე ან სხვა, როგორი სიმაღლეც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ფართო და მასშტაბური ომია, ის ჯერ არ არის საბოლოო, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფრო მძიმე და გრძელი სამხედრო ოპერაციებისათვის, მტერი აგრძელებს ყველა ძალის გამოყენებას, ჩვენ წინა ხაზზე  სულ მცირე  რამდენიმე ასეული ტექნიკა დავთვალეთ, დავთმობთ  პოზიციას თუ უკან ავიღებთ მას, ამაზე  ჯერ ლაპარაკი არ ღირს.

ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ ძირითადი თავდასხმები იყო ჯაბრაილისა და მატაღისის “ეღნიკნერის” მიმართულებით. დღის მეორე ნახევარში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მრავის მიმართულებით.

”გუშინ მოწინააღმდეგე აცხადებდა,  რომ მრავი უკვე დაიპყრეს, მაგრამ მხოლოდ დღეს განახორციელეს მრავზე შეტევა, თანაც მათ ვერ შეძლეს რაიმე პოზიციური უპირატესობის მიღწევა,” – თქვა ჰარუთიუნიანმა.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ ომისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button