მთავარიპოლიტიკა

რა განიხილეს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე?

სომხეთის მთავრობაში გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური სხდომა პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური.

სხდომაში უსაფრთხოების საბჭოს წევრების გარდა მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი, პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსი ედუარდ აღაჯანიანი, ტერიტორიული მართვისა და  ინფრასტრუქტურის  მინისტრი სურენ პაპიკიანი, მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი.

სხდომის დროს გაკეთდა მოხსენება ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიმართულებით განხორციელებულ შეტევაზე საკადრისი პასუხის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button